Saturday, April 27, 2013



                        ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე : წრე, წრეწირი




                                 

                                        ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: წრე, წრეწირი

                                                                          მე-5 ბ კლასი

გაკვეთილის თემა
წრეწირი, წრე
სწავლების საფეხური და კლასი
                              I საფეხური
                               კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
                                 28
ინტეგრირებული საგნები
მათემატიკა;      ინგლისური;     
თ. მართაშვილი, ა.ტატიაშვილი




აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მ ა თ . ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს  მ ი ზ ა ნ ი: მოსწავლემ შეძლოს წრეწირისა და წრის ამოცნობა , წრეწირისა და წრის ელემენტების მითითება.წრის დაყოფა სექტორებად და სეგმენტებად , ნახაზის აგებისას ფარგლის გამოყენება, ამოცანების ამოხსნისას წრეწირისა და წრის ელემენტების ერთმანეთთან დაკავშირება.
შ ე დ ე გ ი : მოსწავლე ამოიცნობს წრეს და წრეწირს, უთითებს მათ ელემენტებს, შეუძლია წრის დაყოფა სექტორებად, სეგმენტებად. ნახაზის აგებისას იყენებს ფარგალს. აკავშირებს ერთმანეთთან წრეწირისა და წრის ელემენტებს . წარმოადგენს წრეწირების განლაგების სხვადასხვა შემთხვევებს ნახაზით.
ი ნ გ .  ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს  მ ი ზ ა ნ ი: გავაცნოთ მოსწავლეებს წრეწირისა და წრის ელემენტების ინგლისური სახელწოდებები.მოსწავლემ შეძლოს ინგლისურ ენაზე მიწოდებული მარტივი ამოცანის შინაარსის გაგება და პასუხის გაცემა მისთვის სასურველ ენაზე.
შ ე დ ე გ ი : მოსწავლემ იცის წრეწირის წრის და მათი ნაწილების ინგლისური სახელწოდებები, შეუძლია ამ თემაზე მიწოდებული იოლი ამოცანის შინაარსის გაგება და პასუხის გაცემა.




ე ს გ –თი განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები


მათ.V.7მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების მოცნობა, აღწერა და გამოსახვა.
V .8  მოსწავლეს შეუძლია ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.








გაკვეთილის მსვლელობა
მოსწავლეები სხედან  წყვილებად.გაკვეთილს ვიწყებ სავადასხავა გეომეტრიული ფიგურის ნახაზის ჩვენებით.მოსწავლეეს ვთხოვ , ამოიცნონ წრე და წრეწირი.
*როგორ ფიქრობთ? რა განსხვავებაა წრესა და წრეწირს შორის?

*თუ დავხაზავთ წრეს და გამოვჭრით რა ფიგურას მივიღებთ?  
*შეიძლება თუ არა, რომ ვთქვათ, წრეწირი არის წრის საზღვარი?
(5წთ)
მოსწავლეებს ვთხოვ ფარგლები გაშალონ 3 სმ- ზე და შემოხაზონ წრეწირი, თან ვაძლევ განმარტებას, რომ მანძილი, რა მანძილზეც გაშალეს ფარგალი, არის რადიუსი, ხოლო წერტილი, სადაც დააფიქსირეს ფარგლის წვერი, თანაბრად არის დაშორებული წრეწირის ყოველი წერტილიდან . ამ წერტილს წრეწირის ცენტრს  უწოდებენ .რადიუსი გამოისახება როგორც დიდი, ისე პატარა ლათინური ასოებით.(R , r)წყვილებს ვთხოვ დახაზონ წრეწირი რადიუსით 4 სმ . აღნიშნონ 3 წერტილი, რომლებიც წრეწირის გარეთაა , სამი წერტილი, რომლებიც წრეწირის შიგნითაა და სამი წერტილი წრეწირზრე. წრეწირზე მდებარე წრეტილები აღნიშნონ   A  B  C ასოებით, შეაერთონ ისინი და მიიღონ 3 ქორდა. გაავლონ უდიდესი ქორდა და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უმცირესი ქორდის გამოსახვა შეუძლებელია, უდიდესი კი -დიამეტრს არ აღემატება.დაამყარონ დამოკიდებულება წრეწირის ნაწილებს შორის.
R=2D.
დახაზულ 3 სმ რადიუსის მქონე წრეწირზე გაავლონ ორი რადიუსი. დაყოფილი არეები დაშტრიხონ .წრისთვის ეს სექტორებია. შეასრულონ ახალი ნახაზი და წრე დაყონ რამდენიმე სექტორად.
ახალ წრეწირზე გაავლონ ქორდა. თუ განვიხილავთ წრეს, იგი გაიყო ორ სეგმენტად. დაშტრიხონ მიღებული სეგმენტები. (10წთ)
ნახაზის საშუალებით ვაჩვენებ ორი წრეწირის შესაძლო განლაგებას სიბრტყეზე.ვთხოვ, დაასახელონ საერთო წერტილთა რაოდენობა თითოეულ შემთხვევაში. დაადგინონ დამოკიდებულება წრეწირების ცენტრების მდებარეობასა და მათ რადიუსებს შორის. (7წთ )

ინგლისურის მასწავლებელი ტერმინებს :რწე, წრეწირი, რწდიუსი, დიამეტრი, ქორდა, ცენტრი, სექტორი, სეგმენტი, უწერს დაფაზე ტრანსკრიპციებით(3წთ)
წყვილებს ვურიგებთ ინგლისურად დაწერილ დავალებებს(წრეწირის რადიუსი 15 დმ-ია იპოვე დიამეტრი)მოსწავლეები ხსნიან ამოცანებს და ორი მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას.(7წთ )  
საშინაო დავალებად ეძლევათ:მათ. წარმოადგინონ ნახაზით წრეწირების განლაგება, რომლებსაც არ აქვთ საერთო წერტილი, აქვთ ერთი საერთო წერტილი. მათ.V.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე.გვ135.N7, გვ.136.N20 გვ139N19
ინგ.ისწავლონ ახალი სიტყვების ჩაწერა და წაკითხვა.(3წთ)

მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, გამოჭრან წრეწირები , გაზომონ მათი რადიუსები და დააწერონ ზედ. შეადგინონ აპლიკაციები სხვადასხვა კომპოზიციებით.
(10წთ)


შეფასება
ამოხსნილი ამოცანების მიხედვით.:სწორად ამოხსნილი ერთი ამოცანა 4 ქულა.
აპლიკაციაზე სწორად მითითებული რადიუსები და დიამეტრები 2ქულა
საგანმანათლებლო რესურსები
  რვეული, ფარგალი, სახაზავი, ფურცლები ინგლისურად დაბეჭდილი ტექსტით,ფურცლები აპლიკაციების გასაკეთებლად, ფერად ფურცლებზე დახაზული სხვადასხვა რადიუსიანი წრეწირები ,კალამი,ფლიპჩარტი ნახაზებით. სახელმძღვანელო: მათემატიკა V
გ. გოგიშვილი; თ. ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ.ქურჩიშვილი










                  ანგარიში გაკვეთილის  ჩატარების შესახებ                            გაკვეთილის ჩატარების    დღე:  10.12.2012



სკოლა:                      VI საჯარო                       კლასი:    V
მასწავლებლები:   თამარ მართაშვილი  ანა ტატიაშვილი           საგანი: მათემატიკა, 
                                                                                                                             ინგლისური

თემა:                   წრე, წრეწირი
ესგ -ით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები:
მათ.V.7  მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და გამოსახვა
V.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურებს შორის და ფიურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.
შედეგი: მოსწავლეებმა ისწავლეს წრის და წრეწირის ერთმანეთისგან გარჩევა, წრის და წრეწირის ნაწილები. გაიგეს, თუ როგორი განლაგება შეიძლება ჰქონდეს ორ წრეწირს, რამდენი საერთო წერტილი შეიძლება ჰქონდეთ მათ, როგორ იქნება განლაგებული მათი ცენტრები.
ინგლისურის მასწავლებელმა მოსწავლეებს ასწავლა ცნებების დასახელება და ჩაწერა ინგლისურად ( წრე, წრეწირი, რედიუსი, დიამეტრი, ქორდა, რკალი) მოსწავლეებმა შეძლეს ამოეხსნათ მარტივი ამოცანები, რომლებიც შესთავაზა მასწავლებელმა ინგლისურ ენაზე ამ  ტერმინების გამოყენებით .ზოგიერთმა წყვოილმა პასუხი გასცა ქართულად, ზოგმა კი - ინგლისურად.
            მოსწავლეებმა შექმნეს აპლიკაციები წრეებით და მათი ნაწილებით. ნამუშევრები გამოვფინეთ დაფაზე. გაკვეთილის ბოლოს მოვახდინეთ ნამუშევრების შეფასება
ვფიქრობ, გაკვეთილი საინტერესო გამოვიდა. მე მივაღწიე დასახულ მიზანს. თუმცა შეიძლებოდა მოსწავლეებისთვის დამევანებინა ინფორმაციის მოძიება აღნიშნულ ფიგურებზე და ამით დამეწყო გაკვეთილი.







2 comments:

  1. თამრიკო, ამიტომაც ამბობს თეოდორე, რომ ძალიან კარგი მასწავლებელი მყავსო! :)

    ReplyDelete
  2. Coin Casino Review and Bonus Codes (2021)
    Coin Casino is one of the world's largest online casino with over 200+ casino games and งานออนไลน์ many more to choose from. Come see our febcasino review 인카지노 for more info  Rating: 8.1/10 · ‎Review by CasinoWow.com

    ReplyDelete